- ყვავილების ღამე საიდუმლოს მქონე, ქალბატონო ანა, აღარ გახსოვთ, მგონი... მობრიალე სანთლებს გზაი ჰქონდათ შორი... ქალბატონო ანა, დაგავიწყდით, თორემ... მაშ... დუმილი რაა ხანგრძლივი და მწველი? - გულგატეხისაგან დამცველია ჩემი! - ძველ ციხეზე მაღლა, თეთრ ღრუბელთა ბოლოთ, არ ავიდეთ? დიახ, გაზაფხულზე მხოლოდ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |