კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 05:54

 

 

 

აკვირდები ცისარტყელას -

ღმერთისა და კაცის ტიხარს.

ტიხარს აქეთ - კაცი ხარ და

ტიხარს იქით - პოეტი ხარ!


თვითონ ღმერთის შესაქმნელი -

ტანჯვით მოიპოვე თიხა,

და ფირფიტა ცრემლით ზილე -

ბედნიერი პოეტი ხარ!


მიგიტევებს სევდას ციურს -

ფრთალაღი კაპოეტი ხარ.

სხვაზე მეტი დარდი გაქვს და

სხვაზე კაი პოეტი ხარ.


მიკვირს კიდეც ზოგჯერ, როცა

ჩვენთან გხედავ - დგახარ! ზიხარ!

სულ ღმერთებში იტრიალებ,

ოდეს აიღებენ ტიხარს!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ