რამდენი წლის ხარ? რამდენი წლის ვარ რა შუაშია თუ ისევ ის ვარ! აპრილის შვილი, ენძელის ხნის ვარ, ნაწვიმარ ბაღის, უღრუბლო ცის ვარ.
ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ, დაბალი წრის ვარ, მაღალი წრის ვარ, რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ...
ღმერთების ფეხის, უბრალო მტვრის ვარ, არაგვის, თერგის, რიონის, მტკვრის ვარ, ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ.
მილეულ მთვარის, ამოსულ მზის ვარ, ვინ გეკითხებათ რამდენი წლის ვარ?! ზაფხულის, ზამთრის, მოყვრის ვარ, მტრის ვარ,
მარკიზის, გრაფის, ხელმწიფის ღირს ვარ, ხან მძიმე ჩადრის, ხან დეკოლტის ვარ, ხან დალხინების, ხანაც სიმწრის ვარ.
ჯეირნის მწვადზე დაყრილი ცვრის ვარ, ვარ პირველ კლასში, სულ ექვსი წლის ვარ! საყურის, ბეჭდის, კაბების ცვლის ვარ.
ქართული ჰანგის, ქართული ზნის ვარ.
კოდორის ტყეში მოჩრდილულ მზის ვარ, ჩვიდმეტის გინდათ? - ჩვიდმეტი წლის ვარ! ათასის გინდათ? - ათასი წლის ვარ! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |