ღამეთა ჯოგმა გადაგიძოვა, გადაგითელა ლურჯი ველები, მითხარი, სანამ უნდა იცხოვრო გამოგონილი ბედნიერებით.
ქუჩებს მოედნენ მეღრეობენი, გამოგონილი უზრუნველობით გსურს მოატყუო ისევ სოფელი.
ვიღაცა უცნობ ქალს რომ დაარქვი, და აგურ-აგურ გააქვთ ავგურებს მიწისძვრის შემდეგ შენი ქალაქი.
შიში, რომ დაგდევს უკან ლანდივით და მზის წინაშე წარდექ შიშველი, იყავ ერთი და იყავ ნამდვილი.
ცრემლებად დადნა, შენ რომ ითმინე, ამათთვის სანამ უნდა იცინო, როდესაც გულში ჩუმად ქვითინებ.
დღეა დეკემბრის, დღე არის ცივი. აქედან გასვლას ვერავინ შეძლებს, ვერვინ გასცდება საკუთარ ტკივილს.
რომ უცხო მხარის ნათლით გაოცდეს, აქ იმარხება ხორციც და სულიც, ამ უსასრულო სასაფლაოზე.
ავსა და კარგსაც ერთი ფასი აქვს. რა ძველისძველი გადის პიესა რა ხმაურია, რა გნიასია.
თავდავიწყებით ცეკვავ და მღერი, შენ აქაური ღვინით დაგათვრეს, ყალბი მძივებით მოგირთეს ყელი.
იგემო ვნების ტკბილი წუთები, ვერ გაგიყვანე მე ამ ეზოდან, გაგიყვან, მაინც უკან ბრუნდები.
ნუ გამაგონებთ ამ ნაცნობ მოტივს, ის დილა მიყვარს, ის რამე მიყვარს, ამ ეზოს კედელს მიღმა რომ მიდის.
ერთ სიცოცხლეში რამდენჯერ ვნახო, ის ქალი მიყვარს, ამ ეზოს გარეთ, ამ ეზოს იქით რომელიც სახლობს.
აქედან გასვლა ვერავინ შესძლო, ჩაკეტილია გარედან კარი და ჩუმად დრტვინავს სამყაროს ეზო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |