შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის, ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს... ჩემი ლექსები, როგორც მილოცვა, მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ!
საღამოს, დღეში - თრთოლვას, ძიებას, ძვირფას სახელებს, უცნობ სახელებს ჩემი ლექსები, ვით პატიება!
ტრფობას დამალვის, არგამოჩენის, როგორც სიკვდილშიც არდავიწყება. არ დაივიწყებს ლექსები ჩემი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |