კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:37

 

 

 

დამაცადე, ნატყვიარში

დავიფინო ბალახი,

კვლავ ვიხილო მთები, ქარში

ჩემგან გადანალახი.


გაგიტაცო, ლურჯა მალი

მიგვაფრინდეს მალვითა.

მომკიოდეს შენი ქმარი

ასი მეომარითა.


ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ,

სისხლს გავუშვრებ ღვარადა,

ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ,

ტოტს ვიფარებ ფარადა.


ბაგე - მალო, ვერ დამალავ,

კოცნას მაინც დავაჩენ,

ერთი წუთით შენს შავ დალალს

ბალახებში დავაფენ.


მერე მომწვდნენ, მერე მნახონ,

აღარ მედარდებოდეს,

გადამკრან და გადამჩეხონ,

ხმალი მიწას სწვდებოდეს.


ბევრჯერ ვლესე შავი დანა

ბრაზით და გახელებით.

სისხლმა ბევრჯერ გადანამა

ჩემი თეთრი ხელები.


უფრო ბევრჯერ ღიმის ჩენით

ვზიდე გულის ტკივილი,

ახლაც ახსოვს ღამეს ჩემი

არწივული ყივილი.


და სიკვდილმა ჩემთან ახლოს

ბევრის თვალი მოფისა.

მთებსაც ახსოვს, ქარსაც ახსოვს

ეხო ჩემი თოფისა...


დამაცადე, შავ ღამეში

დაგილეწო კარები,

მოვიხვიო შენი ეშხი,

შენი შმაგი მკლავები...


მერე მომწვდნენ, მერე მნახონ

აღარ მედარდებოდეს,

გადამკრან და გადამჩეხონ,

ხმალი მიწას სწვდებოდეს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ