იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც, დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი; დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.
ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი, ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი, ცისფერ მაგიდას შემოვუსხედით.
დაეძებს ლანდებს და ია-ვარდებს, შეუერთდება რიონის რონინს და ლაჟვარდებში გაინავარდებს.
ჩაის ვარდებიდ ჩანს აკვარელი, - სად არის შენი ნანატრი ტოლი? - სადა გყავს დედა, ან საყვარელი?
ხედავ, ბერდები და თან ყვითლდები! ცისფერ კაფეში და ცისფერ კვამლში ჩვენ ჩვენს ბედ-იღბალს დავაკვირდებით.
გაგვაღვიძებდეს ხმა საოცარი, ვრულავთ ბინდ-ბუნდში, როგორც მგზავრები შავით მოსილნი და შაოსანნი.
დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი, დღემდე მეც მახსოვს გულის დამწველად ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.
ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი, ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი, ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით… |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |