შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავ სამარეში გძინავს, ჯერ კარგად არც კი გამთბარა ჩემი პატარა ცირა.
ერისთვის ქალო, ფიქალო, მკერდბუმბერაზო ვარდო!
სამშობლოსათვის ღელავდეს, სანამ ჰხედავდეს - მანამ, მინდა, რომ შენებრ კერავდეს ის საქართველოს ალამს.
შენი მარილი გამოჰყვეს, შენი წარბების ეშხი.
ქალობა დაიმკვეხაროს, ცა და ქვეყანამ ნახოს. მე კი, თუნდ მიწა მეყაროს სადმე, თბილისის ახლოს...
ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს, ხან არ, ია და ვარდი ეტრფიან, ეტყვიან იავნანას. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |