ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა, რაც უფლის ციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;
ეფინება და ედება, გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება:
გული არ დაგვიბერდება! ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!..
უფრო და უფრო გახშირდა; მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ და სხვა დიდება არ გვინდა,
ლამაზი ქალის შუქითა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |