კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:31

 

 

 

ოდნავ ზარმაცი მოძრაობით წამოდგა ფეხზე:

აღმართა ხელი, -

ყურადღება ითხოვა უხმოდ.

წუთიც და…

მძლავრი,

ღონიერი,

მსუნთქავი ლექსი -

უძრავ სახეებს განეფინა,

ვითარცა შუქი.


მივჩერებოდი:

ის, - ხანგრძლივი სიცოცხლის ღირსი, -

დროგამოშვებით ირხეოდა,

ვით ქარში მუხა…

წარმოვიდგინე:

მოძრაობის შეწყვეტა მისი,

ცხოვლად ვიხილე:

პირისახე პოეტის, -

უხმო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ