კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 20:13

 

 

 

უნდა ვირწმუნოთ -

ცისკენ სვეტად ასხლტა სინათლე,

ლაჟვარდს შეერთო გამოცანა, -

კრულვა სატანის.

ურცხვად მოძვრება ხელის ბანვით

ლექსში პილატეც,

სინედრიონიც, ლაფდასხმული -

ჰურიასტანის.

მან კი თხემიდან,

დაფლეს ნაშთი სად ადამისი

და სად მალამოდ ეცხო იგი

ხორციელთ ცოდვას, -

მიართვა თვისნი ჭრილობანი -

ყვავილნი სისხლის,

ვით თაიგული, დაუმჭკნარი -

ადამის მოდგმას.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ