კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:35

 

 

 

ცრემლის ცხარე ნაკადული,

გულში სევდა ჩაქარგული,

უიმედო სიყვარული -

არ მშორდება, სულ თან დამდევს...


სულის ლტოლვა სწრაფად ქრება,

ჩემი ვარდი ნორჩად ჭკნება...

ვაგლახ!... რაღა მეშველება?

ვინ მომისპობს მწამლავ დარდებს...


ბედო რისთვის გამაწამე? 

გული ვერსად დავიამე...

ირგვლივ მეფობს ბნელი ღამე,

- არსად მოჩანს შუქი მზისა...


ძილი ეტრფის ჩემს ქვეყანას - 

და სიკვდილიც გალობს ნანას...

ხელთ უპყრია შავ სატანას

საიდუმლო სიცოცხლისა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ