კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 25 აპრილი 2025 01:24

 

 

 

შენ მაღალი ხარ და ჩემი ხმები

იკარგებიან სადღაც, ჩვენ შორის...

მე მათ ნამტვრევებს ვპოულობ მერე

მზეში, წვიმაში თოვლში ან ქარში.


ასე აეწყო ჩემი ცხოვრება

და ამის მერე ჩემი ცხოვრება 

არ გაზომილა წელიწადებით.


მე მას ვზომავდი მხოლოდ იმ თრთოლვით,

მხოლოდ იმ შიშით და აღტაცებით,

რითაც სავსე ვარ შენგან და შენთვის.


მე შენს ქუჩებში და მოედნებზე

გავზარდე ჩემი სული და თვალი

და ამ ქუჩებში და მოედნებზე 

ვდგავარ უსაზღვროდ შეყვარებული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ