გამოჩნდა რხევა მაღალი ტანის, ნამგალით მკლავზე, მავალი ობლად, მისი სიმღერა ხმა არის ყანის, სადგურის ახლო მივარდნილ სოფლად.
გადამწკრივებულს ზღვისკენ წეროებს, მზე ეხუჭება, როგორც ობობა, ნაზად დაქსელილს ხის კენწეროებს.
გზებზე ნახირი ისევ ბრუნდება. კრავებს მირეკავს სოფლის მადონა. მადონა ქოხებს დაუბრუნდება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |