ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე, და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე.
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე, ქვეყანა მხიარულობდეს, და მე საფლავში ვლპებოდე.
დიდხანამც იხსენებოდე, ჩემო ნათქვამო სიტყვაო, შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
შენამც კი აჰყვავდებოდე, სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ გათხოვდებოდე…
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა, ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასვე ანამდვილებსა. დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა.
აღარ აისხმენ ღილებსა, ცოლიც ძალიან მიტირებს, ქვეყანას გააკვირვებსა,
სხვისა ჭირს გაახლინებსა. სულ ყველას დავავიწყდები, ყველას სხვა დაატირებსა
ძილსაც ვერ დაიძინებსა, ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა, გულით ეგ დამიტირებსა.
დედა არ გვახსოვს შვილებსა, იმითა გვტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მიხა ხელაშვილის პოეზია |