კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:02

 

 

 

მე მიყვარს ხოლმე სიარული

ქუჩაში მარტო,

იმ დროს,

როდესაც

დედაქალაქს

დაიპყრობს ძილი...

მიყვარს...

მიყვარს

და...

არ ვიცი რატომ!..

(მიზეზის პოვნას

არც თუ ისე ძალიან ვცდილობ).


დავდივარ.

მესმის საკუთარი ფეხისხმა მხოლოდ...

იღვრება დიდი ფანჯრებიდან

სინათლე ლურჯი...

და...

ვიცი:

ვივლი,

ვივლი,

ვივლი,

ვივლი,

და

ბოლოს

სასაფლაოსკენ წამიღებენ

ამავე ქუჩით.


აუცილებლად!

უსათუოდ

მოხდება ასე!

მაგრამ მე მაინც

გმადლობ, დედა!

დედაო, გმადლობ! -

ვხედავ ქვეყანას

სინათლით სავსეს...

დავდივარ,

ვღელავ,

მიყვარს,

მაწვიმს,

ვიცინი,

მათოვს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ