დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულვილში, არც სიყვარულში.
და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი, ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ არ მომიხრია ამაყი თავი.
გვიან შევიტვყე ეს ცდომილება; ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ არც მეცინება, არც მეტირება.
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულვილში, არც სიყვარულში! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |