ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი, მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა. მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე, ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
უთუოდ მახსენებ ოდესმე… ოდესმე! გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკლო შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით, ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი, რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის. ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით, საღამო ნელდება და კვდება ვარდები… მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |