ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს, ზამთარს ბილიკი დაუტანია... "დიდი ხანია?" - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: "დიდი ხანია!"
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. "ამირანია?" - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: "ამირანია!"
ის გული ისევ ჩემი გულია... "დაკარგულია?" - მივმართავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: "დაკარგულია!"
მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი... ფერების ჭევრი ირევა ბევრი, ლალების ტევრი - ლილა და შვინდი.
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა, ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ, დარიალიდან ზარავდა ზარა.
შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო, მოგონებებით, რაც ჩემს გულს ანთებს, იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია. "ამირანია?" - კვლავ ვკითხავ ტყეებს და ტყე გუგუნებს: "ამირანია!" |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |