ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით, იყვნენ საუკუნენი, მაგრამ მე ვიხსენები გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები, ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია, ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება. სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები, იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.
გაიშლება გამრღვევი მღვრიე უდაბნოეთის, წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული, ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები, ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი, გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული, უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას. სულს სწყურია საზღვარი ისევ ეფემერული, სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას.
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან. ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები, ყოველ მხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან.
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით. კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა და იქ მიექანება სული განწირულებით.
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება. მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს, როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის. წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები, რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს, წარსულს წყდება ფოთლების წყება იმედიანი, შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა, ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული, ლანდი - არაქვეყნიურ დარდით გადამწვარისა. -
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს. ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |