მიკვირს, რად ჰსძრახვენ მას, ვინცა არს შვენებითა ძლეული? სხვა უფლებს მასზედ, ჟამსა მას იგი არს ეშყით ხმეული. ცუდად წარჰსდგება მისდამი და ეტყვის ცნობა რთმეული, ეტნა დაიშრტა გულისა, ისმინე ჩემი რჩეული.
ვითარ დაიხშოს ყოველნი მომწონებელნი გრძნობანი! რასთვისცა უხვსა ბუნებას უცია ყოვლი მკობანი. მის მჭვრეტსა ვით არ აღუჩნდეს მას გულსა ეშყით გზნობანი?
რომელსა ძალ-უჩნს მისისა სიკვდილის მომალებანი, - გარნა მას მისგან ლხინად ჰსჩანს უდროდ დღეთაცა კლებანი; იტყვის, ვინ ჩემნი არა ჰქმნა, სრულ-ვჰყო მე მისნი ნებანი.
ნუ ჰღუპავ თავსა, ნუ ჰღუპავ მაგა სენითა მწარითა! ხოლო გული კი ესრეთ ჰხმობს ლმობითა სიტყვა წყნარითა: შენ მას ნუ უსმენ, იხარე სიყვარულითა მტკბარითა!
სადაცა გული მმართველობს თვით იპყრობს მისთა ადგილთა. იგი არს მაშინ ხელმწიფე, განმგე ყოველთა წადილთა. მაგრამ ყველათი ეშყს ჰმონებს, მას უთევს ღამეთ და დილთა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |