კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 14:41

 

 

 

ამა ველს - ნოხს მწვანეს

შვენის რაბამად

ტურფათა, ქალყრმათა

როკვა ერთბამად.


ამოს თქმით, ტკბილის ჰხმით

ვითა მღერიან;

ალვანი მოძრავნი

ვით ირხევიან.


ურთიერთ მპყრობნი ხელთ

წამოსვლად ჯაჭვად,

ხან წყნარად, ხან ჩქარად

ცეკვობენ რგვილად.


იებად, ზამბახად

და სოსან ვარდად

ვსჭვრიტოთ ვით ღვივიან

ფერად ფერადად.


იხარეთ, იხარეთ

ჰე, ბედნიერნო,

მიწისა ძლიერის

შვილნო ძლიერნო!


შევსწიროთ მადლობა

მადლსა უფლისას

და ყოვლსა მიზეზსა

ამ განცხრომისას.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალექსანდრე ჭავჭავაძე  • • •   ალექსანდრე ჭავჭავაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ