კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 22:39

 

 

 

იყო განთქმული პურადად,

ცხოვრობდა ჩინებულადა,

მიმინო ჰყვა და უყვარდა,

ცოლ მუცელს გადაუყვა და

აღაპი გადაუხადა,

ორმოცი გადაუხადა,

წლისთავი გადაუხადა,

საჭურჭლე გასცა უხვადა,

მაგრამ ვიდრე ცოლ, - 

ვიტყოდი, -

მიმინო უფრო უყვარდა.


იყო განთქმული პურადად,

ცხოვრობდა ჩინებულადა,

მიმინო ჰყვა და უყვარდა,

ცოლად ახალსა ნატრობდა:

სიკვდილმა აღარ ადროვა,

სიკვდილმა არც მას უხათრა,

ღამე დაეცა ყაჩაღი, - 

ყანყრატო გამოუღადრა.


დარჩა მიმინოს ბურთი და მოედანი.

ლუკმა რაღა შორიდან მოეტანა:

- გემრიალიაო ქათამიც შინაური! -

დაიწყო წიწილიდან

მამლით დაამთავრა;

ამის შემხედვარე

ძრწოდა

ხულა,

თავლა.


იყო განთქმული პურადად,

ცხოვრობდა ჩინებულადა,

მიმინო ჰყვა და უყვარდა,

მიმინო ჰყვა და უყვარდა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ