- გამარჯობა, როგორა ხარ? - როგორც დაგიბარებია... - სოფელში რა ამბავია? - მშვენიერი დარებია. - სხვას რას მეტყვი? - სხვა რა გითხრა... ვახტანგი ღმერთს ჰყვარებია! - ვინ ვახტანგი? - აღარ გახსოვს, - შენთან დაუმთავრებია... - მერე? - ბიჭი შეეძინა - საცრისტოლა თვალები აქვს... - ბიჭი?! მართლა?! აი, მესმის!.. აბა, მე არ მგვანებია... - რავა, შენ რა? - რაღა, რავა, - კაცი ჯავრით აღარა ვარ, - სამი შვილის მამა ვარ და... სამივენი ქალებია... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |