მზე ამოვიდა. დადგა მთელი ქვეყანა ფეხზე. დილა ყოველი უკვდავებას გვავალდებულებს. სალამი ლექსებს! გულმხურვალე სალამი ლექსებს! - განთიადისას მზესთან ერთად დაბადებულებს.
სინათლეს ვაშა! შემოგარენნი რა სიყვარლად განათებულან. სალამი ბავშვებს! გულმხურვალე სალამი ბავშვებს! - განთიადისას მზესთან ერთად დაბადებულებს.
ფიქრი ჩემი - ცასათვის ვრცელი. მზე ამოვიდა. გახუნდა მთვარე. ატირდებიან ბავშვებივით ლექსები ჩემი, ოდეს ერთხელ და სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |