ცუდი დროება დაგვიდგა, ძალიან ცუდი დარია: თაგვები კატას ახრჩობენ, ტურამ ლომს ხელი დაჰრია.
ომი შაექნათ ცხარია. საგმირო საქმეებს სჩადის ინდაურების გვარია.
აზრი და სამართალია. რიონი უკან გაბრუნდა, იმას თან მიჰყვა მტკვარია.
ტალღები შედგა ჩქარია. მცხეთას ატირდა არაგვი, ცრემლები მოსდის ცხარია.
რომ დიდი მოვა ღვარია, დაგუბებული მდინარის წამოსვლა შესაზარია!
რომ დაუკეტონ მსვლელობა; შეუძლებელის შეძლება არის იმათი ხელობა.
მიტომ რომ ყველა ჭკვიანობს: დარბაზში ვინმე ბრძანდება, თუ ქუჩა-ქუჩა ყიალობს.
ურჩობს და აღარ დიაკვნობს, ფრთებ-შეკვეცილი და კუტი, შეხედეთ, როგორ ფრთიანობს!
თავს გვიკრავს, თავაზიანობს. მოდის ახალი დროება, მოდის და აღარ გვიანობს...
ალაღებს მხოლოდ ვირებსა. აღმოსავლეთით გვპირდება მზე ისევ თავის სხივებსა.
გულ-მოკლულს, ანატირებსა, იქ ვგუობ მხოლოდ წამალსა, ის მომხსნის თავით ჭირებსა.
ვენაცვალები გმირებსა. სალამს ვუგზავნი შორითა იმ კარგს მამულისშვილებსა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |