გაფერმკრთალდა სავსე მთვარე და გაყვითლდა შუქთა ცხრილი, ცის გუმბათი მოვერცხლილი მე ზღვის სიღრმეს შევადარე. ვარსკვლავთ გუნდი მოელვარე თრთის, ნელდება, ვით ღიმილი, ფერმიხდილი, მოწყენილი, ნაზი, ფრთხილი, მგლოვიარე...
არის სივრცე და დუმილი, მარტოობა არის მწარე. ყოველი ხე და სამარე, ხევხუვებში მოფენილი, არის უღვთოდ მოწყენილი.
ბუნებაო, შენ ნუ კრთები, კაეშანი ნუ აგანთებს, მთის მწვერვალო, მაგ შენ კალთებს ნუ ელტვიან იმედები, მთავ, დაბლა ნუ იხედები, ნისლი უღელს ნუ დაგადებს!
როს მომავლის მზის სხივები კანდელივით დაგქათქათებს!.. მალე, მალე ველებს და მთებს ტიტანივით მოვევლები, ვნების რკალად მოვედები მუდმივ თოვლით შემოსილ მთებს!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |