მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო, დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო! შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანს ვსცემ შენსა სახელსა; დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!
ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად - ბასრი ხანჯალი, მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის, მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის? |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია |