ლამაზი არ არის: ასი წლის მოხუცი კუნტრუშით გარბოდეს! ოცი წლის ლიფსიტა ბრძნულად დადიოდეს! ტყეების პატრონი ნაფოტებს ხარბობდეს! უნიფხვოს სუნამოს სურნელი ასდიოდეს!
მეკობრე მინისტრის ლოჟაში ჯდებოდეს, გაძარცვულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდეს! ყასაბი - დნებოდეს, დღითიდღე ხმებოდეს! ღმერთო, დაგვიფარე და, პოეტი სუქდებოდეს!
დონ ჟუანი საყდრისთვის სცდებოდეს! ეპისკოპოსი ბორდელში დადიოდეს! ბარემ ესეც ითქვას, ესეთიც ხდებოდეს, - სამშობლო ხელთ ეპყრას ბობოლას ათიოდეს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |