კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:24

 

 

 

გულში გვალვა შევიფერე,

თვალს ნალექი აღარ სცვივა,

შენ რომ სული შემიბერე,

იმ ნიავმა გამაცივა.


სიცხემ ცამდე ამიწია,

მზემ საწოლი დამირწია.

სისხლმა წნევა დამაწია 

ეს სულ შენი ნაღვაწია.


ქარმა, ნაღერძობ წარმოსახვას 

ვნების სეტყვა მიუსია.

ექიმბაში ზღვა რომ მნახავს,

ალბათ იტყვის - ვირუსია.


ამ ვირუსმა, მე რომ მარგო...

სხვა არავინ მეგულება.

რა კარგია, ჩემო კარგო,

თურმე შენით სნეულება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ