მე არ ვსვამ ღვინოს, ღვინო თვითონ მსვამს, - ეს მე მოვპარე ტიციანს გუშინ. მე საკუთარ თავს ვაყენებ ზიანს, მაგრამ, სხვასავით არა ვარ მრუში.
მე არ მჭირდება ქებათა ქება. რაც კი ისმევა, უნდა დავლიო, იქნებ ამაში ვიპოვო შვება.
ალბათ ამიტომ დამყვება დარდი. მე ვერიდები უაზრო ექსცესს... და მიკვირს ასე, რატომ გახარბდი.
შენ მინდა იყო ყველაზე კარგად. ღირდა კი? ღირდა? მითხარი ღირდა? მთა რატომ გინდა აქციო ბარად?
სხვისიც რომ არ ხარ! - დარჩი შუაში. როგორ მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ. რას იზამ, მგელსაც ცვლიან ტურაში.
და დამიკარგა უეცრად მამამ, მან უცნაური სიტყვები მითხრა: - არ მეყვარები, ლექსებს წერ სანამ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |