კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:37

 

 


გამყიდეს, გამცვალეს,

მაგრამ ვერ დამცალეს. 

ფეხზე დამიკიდეს, 

მაგრამ ვერ მიყიდეს. 

წამართვეს, გამწირეს 

- ეს მე არ მამცირებს. 

შემარქვეს, მომიგონეს 

- მაინც ვერ დამიმონეს. 

დაჭრილი დამტოვეს, 

ვეჩვევი სიმარტოვეს. 

გადამაგდეს, მომპარეს, 

- გმადლობთ, მტერს და მოყვარეს. 

მომატყუეს, დამათვრეს 

და ზეიმი გამართეს. 

ლამის მომკლან, ჩამქოლონ, 

ზედ წიხლი დამაყოლონ. 

ცრემლისთვის დამცინეს, 

მცხელა, თან მაციებს. 

ლექსებს მიწუნებენ, 

ვალს არ მიბრუნებენ. 

ყველგან ცუდს ხედავენ, 

რას არ მიბედავენ. 

ღმერთო! რას არ ამბობენ, 

რა სიტყვით არ მამკობენ. 

ფრთები მაინც მეზრდება, 

წერა არ მომბეზრდება. 

მიყვარს და მეყვარება, 

ეჭვიც არ მეპარება. 

სანამ არ დამმარხავენ 

- მშვიდს მე ვერსად მნახავენ. 

ლექსს ვკიოდი, თან წვიმდა 

და მიბღვერდა მთაწმინდა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ