კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 05:54

 

 

 

რამდენიც გინდათ იყავით, ოღონდ

რაც მთავარია იყავით ორნი.

და საქორწინო კიბეზე - ორნი,

წავლენ-წამოვლენ, რჩებიან ორნი.


წყვილი თვალივით ლამაზი წყვილი,

საწამლავი და სატევრის წვერი,

და წყვილი ყური, დაცული ცვილით;

მკლავი და მკლავი, ხელი და ხელი...


გადაჯაჭვული ბედი და ბედი,

შეტოლებული მიხაკი მიხაკს.

წყვილი ბეღურას ლამაზი ბუდე,

ცოტა ბალახი და ცოტა თიხა...


თუ მომენატრე უთუოდ მოვალ,

თუ მოგენატრო უთუოდ მოდი.

ყური არ უგდო მავანს და მავანს

მე მუდამ გელი...

უთუოდ მოდი...


ორი ფრთა, ორი...

ნიჩაბი - ორი,

ბორბალი - ორი...

რეკავს და რეკავს, ზარი და ზარი,

ახლოს და ახლოს, შორით და შორით...


ჩუმად! რა კარგი ღამეა, ჩუმად...

ჩუმად! რა ბევრი ცრემლია, ჩუმად...

როგორ სჭირდება ბედნიერებას

ცოტაოდენი ტკივილი...

ჩუმად!


გადაჭდობილი ყელი და ყელი,

სხვები წავიდნენ...

რჩებიან ორნი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ