მე ვეტყვი ვინმეს: ,,ჩემს სონეტებს რად არ აფასებ” მერე უეცრად: ,,თამარ იყო ჩემი დობილი”... ვსთხოვ საწყალივით - შესვას ჩემი შესანდობელი, და თავს დავიღრჩობ სამიკიტნოს მყრალ დარაბაზე.
ჩემ თვითმკვლელობას გზა ექნება იქ დათმობილი... ვახშამი, ყავა, მადლობა და ავტომობილი, მშიერი ფიქრი სახვალიო დროს ტარებაზე...
რომ არ დაარსდეს გაზეთებში ძეგლისთვის ფონდი. და მთქნარების დროს ნურავინ ნუ დაიტრაბახებს, რომ მე მიყვარდა და შემთხვევით კვლავ მოვაგონდი.
და უკაცრავად, თუ თან წამყვა სათქვენო ხურდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |