კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:31

 

 

 

რატომ არ უყვართ ერთმანეთი ადამიანებს, 

ან თუკი უყვართ, რისთვის უყვართ, ვერ ამოვხსენი,

ღრუბლებმა ბევრჯერ თავზე წვიმად გადამიარეს, 

სველია ცრემლით ჩემი ფიქრი და სამოსელი.


მიკვირს, არც მიკვირს, ღამეებს ძილს რისთვის ვპარავდი,

მივხვდი, ვერც მივხვდი, რომ ცხოვრება მოლოდინია,

ვერ ამოვხსენი ქვეყანაზე რაა მარადი,

რაა კაცისთვის საოცნებო და იდილია.


ამ ქვეყანაზე სიკვდილია მხოლოდ უცვლელი, 

შიშველი ხშირად ჩაცმულია, ჩაცმული შიშვლობს,

მთავარი არის, როგორ ვხედავთ, რა თვალით ვუმზერთ, 

ტყუილაუბრალოდ ეკრძალებით, წუხართ და შიშობთ...


გაინაწილეთ სიყვარული, რაც დარჩა მიწის,

ტოლი არა ჰყავს ამ სიყვარულს, არ ჰყავს შემცვლელი,

თორემ ხომ ხედავთ, სიყვარული ჩვენს თვალწინ იწვის

და ჩვენ სიმშვიდით, როგორ იწვის, იმას შევცქერით.


რატომ არ უყვართ ერთმანეთი ადამიანებს,

ან თუკი უყვართ, რისთვის უყვართ, ვერ ამოვხსენი,

ღრუბლებში ბევრჯერ თავზე წვიმად გადამიარეს,

სველია ცრემლით ჩემი ფიქრი და სამოსელი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ