ზეციდან ცვივა დაღლილი ფრთები და ნარჩენები სევდიან ღამის, ვიღაცამ ხელი გამოჰყო თვლემით, სიზმრიდან მაწვდის ფერწასულ ყვავილს.
ადი-ჩამოდის ამ კიბით ფიქრი, მივათრევ ყვავილს - ნაჩუქარ დროშას, მოლოდინს ვხარჯავ და წამებს ვითვლი.
საშველს არ მაძლევს სიმძიმე ხორცის, მიწას, რომელიც მაცვია ტანზე, თავდავიწყებით ვიღაცა კოცნის.
კვლავ ამ ქვეყნისკენ მოვყავართ თითქოს, გვიანღა ვხვდები, კი არ ვუყვარვარ, მოწყენილია, თავს ჩემით ირთობს.
ამ ღამის გარდა სხვაც გვაქვს საერთო, იქნება კოცნა ასწავლა შიშმა და შიშის გამო კოცნით გაერთო.
რაც გვაცოდვილებს, იქნებ შიშია, იქმნება რაღაც მარადიული, დრო უკვდავების მოლოდინშია.
და ნარჩენები სევდიან ღამის, საკუთარ სისხლის მორევში ვთბები და ვყნოსავ ჩემს სისხლს - ფერწასულ ყვავილს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |