ხელს გიწვდი, მიცინი შემკრთალი, გონება გკარნახობს გაერთო, შენ მთვრალი, მე მთვრალი, შემთბარი, განწყობა მღვრიე და საერთო.
ვნებები, მოვთოკეთ, ავმჩატდით, თვალნათლივ არ ჩანდა გარედან, ერთმანეთს თუ როგორ ვტანჯავდით.
თვალები მაცდურად ციმციმებს, ერთმანეთს იმპულსებს გადავცემთ და ბოლო ეღება სიცივეს.
თვალებიც სხვაგვარად გაბრწყინდეს, ვიღაცამ რომ არ თქვას ცრემლი ხარ, სიმშვიდე რომ გადანაწილდეს.
ვიპოვეთ საშველი, ვნებივრობთ, მოგყვები ვნებების მორევში, სიცოცხლე რომ გამაგებინო.
ვერ ვთოკავ, ფეხები როკავენ, მადლობთ, რომ შემისვი... ჩამომსვი, ჩამომსვი, სანამდე მომკლავენ.
მოცოცავს, ანათებს, მოცოცავს, ნეტავი წვალებად თუ ღირდა, ერთი დღე გაგვეყო ორ ცოცხალს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |