შენ გსურს მარადის ყმაწვილი კაცი, ამას არ ვსტყუი, არ უნდა ფიცი, რად შემიყვარებ? განა არ ვიცი, შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კი მოხუცი.
ადრე დამაჭკნო, დამაძაბუნა ორმოცდაათმა წელმა გამღუნა, კისერში მაგრა ჩამიკაკუნა.
შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კი მოხუცი.
თმაშავი ბიჭი, გულს შემწველი, ქონდეს მხარბეჭი და წვრილი წელი, ახლად ჰყვავოდეს, როგორც რომ ველი.
შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი.
ვისაც არ უჩანს ჭაღარა თმაში, შენ აგაჟრჟოლებს თუნდა ყინვაში, ამწვანებული ახლად ულვაში.
შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი.
შავთა თვალთაგან ცეცხლსა აფრქვევდეს, ტბილის ღიმილით გულსა გილხენდეს, თავს გევლებოდეს და გაცელქებდეს…
შენ ჯერ ნორჩი ხარ, მე კი მოხუცი.
ჭკუა დამჯდარი, ფიქრთა ქმნილება? რას აქნევ ჩემსას ან ერთგულებას, რა კი მეწვია ესე ცვლილება?…
შენ ჯერ ნორჩი ხარ მე კი მოხუცი.
წინწკალი მასში ცხოვლად იხრწნების, თუ მოეკარე - მსწრაფლ აღენთების, იფეთქებს, დაგწვავს, თვით დაიწვების!…
ტუჩსა ტუჩებზედ რად მომაკარებ?!… |
პოეზიის გვერდი • • • • • • რაფიელ ერისთავის პოეზია |