მე ისე მხიბლავს შეხვედრა შენთან, ყოველ წამს ისე მძაფრად განვიცდი, არა მგონია, სახელი ერქვას ამ გრძნობას რამე შესაბამისი;
შენით ჩქარდება დღემდე ეს გული შენა ხარ შვება, ვით თბილი სისხლი, ვენიდან ახლად გამოშვებული.
შენ, შესამჩნევად ღიმილნაკლულო, ყოველთვის ბედავ, მოხვიდე ჩემთან და კარზე ფრთხილად დააკაკუნო.
ნაჩვევი წვიმებს გადაუღებელს… ასე თუ ფრთხება უმწეო ჩიტი, როცა გალიის კარებს უღებენ.
ტანს რომ მიხორკლავს ვნების ეკლებად. როგორც კუბოზე ხმაური ქვიშის, შენი თმა მკერდზე ისე მეყრება.
იმ სიჯიუტით, როგორც შენ გინდა, თითქოს ნელ ცეცხლზე ახურებ დანას და მაცლი ტყვიებს ჭრილობებიდან.
მერე შენ გაწმენდ საფლავს თოვლიანს და ეწერება გაბზარულ ქვაზე - იცოცხლა, მაგრამ არ უცხოვრია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ედუარდ უგულავას პოეზია |