დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი, ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი და ხანაც კევრი, ვხედავ - რეგვენი ლაპარაკობს ამაყად, მძიმედ და მე შენ გეტყვი - უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე.
სიტყვის და საქმის დაცილებას ვინ შესძლებს უკეთ; გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის, ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი...
ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი! ვაი, ჩვენს პატრონს! ჩვენი ყოფის თავი და ბოლო ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |