ჩაუყლაპიათ საყვირებს ენა, ვჩნდები ვით ჭრელი სამიზნე ტირში, ძირს რჩება ჩემი ნიღაბი - რწმენა, მავთულზე გადის მარტოდენ შიში...
ვით მელოდია თოვლივით წყნარი, არ შეკრთე, ეცებ არ ამოაგდო მაგ წყნარ თვალებში ჩამდგარი ქარი.
მაგრამ ნუ ღელავ, ნუ ღელავ მხოლოდ, დიდი სიცოცხლეც მალი და სწრაფი მავთულზე სვლაა ბოლოს და ბოლოს.
თუმც ისევ გვბორკავს იჭვები სურო, უკვდავებისკენ გაჭიმულ ძაფზე მეც შენთან ერთად ვფარფატებ, სულო. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |