...ხანჯლისპირივით ბასრი ჩრდილები აფათურებდნენ ჩემს სულში ხელებს, როგორც მთვრალები ან დაჭრილები.
და ჩემს დაბნეულ ფიქრში ჩაკეტილს, ვიზეპირებდი შენს ლამაზ სხეულს, როგორც მოწაფე პირველ გაკვეთილს.
და სიჩქარეში სხვები დალოცეს და როგორც თეთრი მთვარის ნაფოტი, მე შენი სული მედო თაროზე,
ანდა ქვეყანა, რომელსაც შევრჩი, და მე შემეძლო მეხილა ცხადად, რაც იგულისხმა ბუნებამ შენში... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |