შენ რომ ქუდი შემიბრუნე, შენ რომ გული მომტაცევი... აწი რაღაი, ქედნიმხარში ვეღარ შეგელომკაცები.
ლენკარით თუ ბოკელათით, სათიბში რომ შეგისწრებდი, ზვინებში რომ მოგბელავდი.
რომ სცვიოდა ია მთების, აწი გულის კუკულებზე ვეღარ დაგინიავდები.
ი, ჭიორაი ჭუჭულები, მე კი ყირმიზ ყურისძირში ვეღარ ჩეგეფურჩულები.
კედლებს ჩხვერენ ქორბუდები, ღმერთმა იცის, სასიკეთოდ, შენსკენ თუ გადმოვბრუნდები, ვაიმე! - რაფერ გიბერდები, და... რაფერ გინათესავდები. |
პოეზიის გვერდი • • • |