გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები, ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი, თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად, მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი, როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“, მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა, რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო, რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.
შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი, და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად, გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი, აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი, მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |