სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით და ნეტარებას მიმრავლკაცებს მიდამო მისის მშვენიერებით.
მშვიდსა, საამოს, ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!.. რა უცნაურად, მაღლით ციურად სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,
სასიქადულო, კაცსაც ბუნების შეატყობინოს და, სადაც ჭკუა სცდება და სტყუა, იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს!
რომ არის ზეცა, აღვსილი რაღაც ძალით საგზნობით, და ეს ქვეყანა, ყოვლგნით ყველგანა, თავს უხრის შექმნილს მადლით საგრძნობით!
სხივმომფინარეს, თითქოს ტკბილ სევდით ივსებსო გულსო!.. მოკაშკაშენი, მოთამაშენი, ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა.
შექმნათა ქება, არს საიდუმლო მათი ვედრება. ქვეყნით ბუნება ბანს ეუბნება და ეს ბანია ნქებათა-ქებან.
არ სუნნელთ ფშვენა, საგალობელად აღმა კმეული, წყალთა ჩქრიალი, ფოთოლთ შრიალი, ბალახთ ბიბინი რაღაც გრძნეული,
საქორწილოდ სრულს, ეკავაშირება, ზე ემატება, და ახლა მეც ვგრძნობ, საიდუმლოდ ვცნობ, რომ არის კაცში ღვთისა ხატება!...
ეს საიდუმლო, ღვთიური ძალა? ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება ძლევამოსილად გარდამიცვალა?!
კავშირო და თან შუამავალო! შენ, რომლის ერთ წამს, იმ სანეტაროს, მზა ვარ, სიცოცხლე მთლად ვანაცვალო!...
ვერ გიგრძნობს, ვერც გცნობს, მხოლოდ ცილს გწამებს, და შენ მაგიერ შენი სახელით ის აღიარებს პირუტყვულ წამებს!
გამოუთქმელო კაცთა ენითა... შენგან მსგოსანი ფრთებშესხმული ვარ და მონავარდე აღმაფრენითა,
უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო... გცხო წმინდა სიმებს ციურ მალამოდ და ვსთქვა გალობა საშვილიშვილო.
მშვენიერება უსხივცისკარა!... ვინც ვარდს ელფერი, იას სინაზე და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა!...
და მომხიბლავი მძლავრი იოცნება... სიყვარული რომ ტახტად უდგია, ეგვირგვინება პატიოსნება!...
მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად, ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს, იმაში შენათხზ-შეერთებულად;
დღესაც თაყვანს-ვცემ, როგორც პირველად, თითქო ჭაბუკი ვიყო მე ახლა და ვყოფილიყო მოხუცი ძველად!...
მთვრალი ვარ მეტის სიხარულითა!... ემატა სოფელს მშვენიერება ჩემს თვალში მისის სიყვარულითა!... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |