კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:40

 

 

 

ხატობას აველ შუაფხოს 

მზე ზანზალაკად ეკიდა... 

შუაფხოელი შუახნის 

წამოიწია თექიდან...


წამოაქცია კურატი, 

გამოუღადრა კისერი, 

ატყდა ღრეობა პურადი - 

კაცი არ დარჩა ფხიზელი...


ლუდით და ჟიპიტაურით 

გამტყვრალი ხალხი ეყარა 

და ხერხემალში ხმაურით 

შემოდიოდა ქვეყანა...


ვიჯექი, ჯვარი მეწერა, 

მშვიდი, მწყაზარი სახითა, 

რომ მერე ლექსად მეწერა, 

რასაც დღე გულზე მახლიდა...


მზემ რომ მოხვრიპა ზედაშე, 

ხატს უხმოდ გამოვესალმე... 

და საღამომდე მე და შენ 

ვკრიფეთ ცისფერი კესანე.


მოვედი, ხელი მოგხვიე, 

გულზე პერანგი მოგხიე...

მთვარე, 

მე, 

შენ და არაგვი 

მთვრალი ვიყავით ოთხივე...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ