კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:29

 

 

 

დრო აღარ დარჩა, რომ ახალი

იწყო ცხოვრება?

არა! ყოველი წუთი გზაა

თავისდაგვარი.

ამ გზაზე ბევრი თანამგზავრი

უცდის მომავალს,

ბევრი გადივლის ქარიშხალი

და ნიაღვარი.

კვლავინდებურად

ირხევიან ალვის ხეები,

ცადატყორცნილი

ყინვის მთები დგანან მეფურად,

კვლავინდებურად

შრიალებენ ხშირი ტყეები,

კაცთა სიცოცხლე

კი არ მიდის კვლავინდებურად.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ