კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:33

 

 

 

მე, როცა ვუყვარვარ ვისმე,

ვარ ბედნიერი და ხალასი,

მიწიდან უენო ბალახის

ხმამაღალ ლაპარაკს ვისმენ,

შევცინი ცასა და ქვეყანას,

მე როცა ვაღმერთებ ვისმე.

მე, როცა ვუყვარვარ ვისმე,

ვმაღლდები, ვით ცაში სამრეკლო,

მსურს ცისკრის

ზარებად დამრეკონ,

ვიცინი ისევ და ისევ.

ვუღიმი გამვლელს და

გამომვლელს,

მე, როცა ვუყვარვარ ვისმე.

მე თავი მგონია მაშინ

ყველა ტკივილების მომრევი,

ვარ დიდი სიმღერის მორევი,

ვარ ენატიკტიკა ბავშვი

და ყველა ლამაზი სიმღერა

მე ჩემი მგონია მაშინ.

მე მინდა სიცოცხლის ბოლომდი

ვენდო ოცნებას და მოლოდინს.

დიდი სიმღერების ხალისი

გულს მენთოს ისევ და ისევ,

ვიმღერო მზის საგალობელი,

მიყვარდეს, ვუყვარდე ვისმე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ