ისევ გახსენი გული ჩემი სიყვარულისთვის, ჰყავ თვალნი ჩემნი სიხარულის ცრემლით სავსენი… ყვავილთ სიმშვიდე დამიმკვიდრე მიუცილები, სიყვარულისთვის ბაგე ჩემი ისევ გახსენი!
და დამიფარე, ვით წალკოტში ყვავილს იფარავ… განახვენ ჩემთვის, ო, განახვენ ტაძრისა ბჭენი, და მე შემოვალ ყვავილებით ხელუწიფარო!
მისი ნათელი - ჩემთვის მარად ტკბილგანსასვენი… შენ დამიფარე, ვით წალკოტში ყვავილს იფარავ, სიყვარულისთვის გული ჩემი რაკი გახსენი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |