რამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე გადმოსაგდებად ცვარად ან თოვლად ცივადა? არ გამწირავდა პატრონი ასე ოხრად და ტივლადა!
თან მატარებდა შვილადა. ასე არ დამჭირდებოდა სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა. მზის მოტრფიალე ვივლიდი სიკვდილის გამაწბილადა; მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი მე მექნებოდა წილადა.
ოდეს ვნახავდი მწვანედა, მორწყულსა ჩემის ოფლითა, ყვავილებს შიგნით, გარეთა. გადავუშლიდი გულ-მკერდსა დღისით მზეს, ღამით მთვარესა. სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი მომაკვდავ არე-მარესა.
ცეცხლად იმედი მრჩებოდა, რომ ისევ ჩემი სიკვდილი სიცოცხლედ გადიქცეოდა და განახლებულ ბუნებას ყელ-ყურზე მოეხვეოდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა |